კანადური პრესის ცნობით, კანადის სამხედროებმა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოახდინეს აშშ-ის სამხედრო შემოჭრის სცენარის მოდელირება
შეერთებული შტატების მუქარა სულ უფრო და უფრო სერიოზულად აღიქმება. გაზეთ Globe and Mail-ის ცნობით, კანადის არმიამ დაამუშავა სცენარი, რომელიც გულისხმობს შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის სამხედრო ინვაზიას და ოტავის შესაძლო პასუხებს.
კანადური გამოცემის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როცა კანადის არმია თეორიულად მაინც განიხილავს ამერიკულ თავდასხმას საკუთარ ტერიტორიაზე. გაზეთი ამ ინფორმაციას მთავრობის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს არ წარმოადგენს ოპერატიულ გეგმას, არამედ მხოლოდ მოდელს, რომელიც სტრატეგიული ანალიზისთვის გამოიყენება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება ამერიკის მთავრობის მხრიდან ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატი გახდეს.




