„ეს არის კონკრეტული სიგნალები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ან აპროტესტებს პუტინისტურ რეჟიმს და სამშობლოს ღალატს.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ, რომ არასრულწლოვანებს „რუსული პარტიის“ ზონდერები დაესხნენ თავს, საუბარია 16-17 წლის ახალგაზრდებზე, რომლებსაც ე.წ ორკები მიუვარდნენ ქვების სროლით, შეურაცხყოფით. ასევე თავს დაესხნენ ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ეს არის კონკრეტული სიგნალები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ან აპროტესტებს პუტინისტურ რეჟიმს, ვინც აპროტესტებს სამშობლოს ღალატს, ეს ლაჩრები ეს მართლა ჩმორები, გაუგონარი ფარჩაკები, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით - ფარჩაკი, ჩმორი კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი. ეს ყველაფერი ცხადია მოდის ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის თავში. აქედან საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს, მაგრამ ამ ჩმორებს და ფარჩაკებს მინდა შევუთვალო, 16-17 წლის ბავშვებს რომ დასდევ და სტუდენტებზე ძალადობთ, აქ ვართ შედარებით არაახალგაზრდები და ჩვენთან მოდით, თუ მეტი ვაჟკაცობა არ გაქვთ, ჩვენ მზად ვართ თქვენნაირ ფარჩაკებს და ჩმორებს პასუხი გავცეთ. ახლა რომ გინდათ შიში დათესოთ იქნებ როგორმე, შიში არის თქვენი საქმე, გაქცევა,ლაჩრობა, მიპარვა, ჩუმად ასეთი რაღაცების გაკეთება არის თქვენი საქმე, თორემ კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის ვაჟკაცობა ვინ სად თქვა და ვინ სად გაიგონა. აუცილებელია ამ ძალადობრივ ჯგუფებს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს პასუხი.

ამ ახალგაზრდებს ვერც შეაშინებენ, ვერც დააშინებენ, ვერც დაემუქრებიან, არც შანტაჟი არ გაჭრის ამათზე  ყველამ ერთად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ „რუსული ოცნება“ რელიგიის სახელით სპეკულირებს, ეს მართლა ურჯულოები და ურწმუნოები, ყველაზე მეტი ურჯულო და ურწმუნო ამ ქვეყანაში არის კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ერთადერთი რამის სწამთ მათ - ფული, რუსეთი და მათ შეუძლიათ მხოლოდ მორჩილება პუტინისტური რეჟიმის.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე და ახალგაზრდების თავდასხმას გორის სასტუმროში.