საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ "ლელო" უაზრო და გაუგებარი პარტიაა.
"პარტია "ლელო" როგორი უაზრო და გაუგებარიც არის, შესაბამისად, უაზროდ ვითარდება პროცესები მისი პარტიის შიგნით. "ლელოს" პარტიის წევრებს ახლა რთული დრო დაუდგათ, მათივე მოკავშირეები "დედა პარტიის" - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პირდაპირ და უსასტიკესად ესხმიან თავს, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ათვითცნობიერებს, რომ ეს მათივე გადაწყვეტილებაც კი არ იყო, ვინ იღებდა მონაწილეობას და ვინ არა, არამედ გარედან ორკესტრირებული პროცესი არის. ამიტომ, ამის მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ ზიზღსა და დაპირისპირებას ვერ მალავენ. ეს არის ძალადობრივი დაჯგუფების ხელწერა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.