მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციაში დაპირისპირება არის სისუსტის ნიშანი, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც არის იმ პროცესების შედეგი, რაც გამოვიარეთ ჩვენ არჩევნების შემდეგ. ისინი იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ასეთ პირობებში მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, საინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ასეც და ისეც საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.