მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი; ვისაუბრე იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

„საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ განვაგრძობთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერას ამ ცვლებად სამყაროში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.