ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში სხვა არასრულწლოვანებს ეხმარებოდა,- ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა.
მისი თქმით, გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიებაც, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ უცვლელი დარჩა.
„ბრალდების მხარის მიერ შეკრებილია და სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ. დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩასაფრებაში ნამდვილად იმყოფებოდა გიგა ავალიანთან და დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა სხვა არასრულწლოვანებს. მათ რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილად განახორციელეს თავდასხმა დაზარალებულზე და შესაბამისად მას მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი, წინასასამართლო სხდომა ჰქვია ამ ეტაპს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მხარის მტკიცებულებებმა გაიარა დასაშვებობის კონტროლი. აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა დღევანდელ სხდომაზე, რაც ორივე ბრალდებულის მიმართ დარჩა უცვლელი“,- განაცხადა პროკურორმა.




