საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ. დეპუტატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებას.
„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, - აღნიშნა ბერაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა ამერიკის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა.




