სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოძღვრა სჭირდება. სლოვაკეთის სუვერენული პოზიციები ამაოებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. 
ერთიანი სავალდებულო მოსაზრების პოლიტიკა სუვერენიტეტისა და დემოკრატიის უარყოფაა. - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. 

"როდესაც ასეთ აგრესიულ შენიშვნებს ისმენ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს არც ისე კარგ დროში ვცხოვრობთ.
გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია.
თუ არ დავემორჩილებით, დავისჯებით? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის გზა. მე მჯერა, რომ ამას განვმარტავთ, რადგან კომუნიკაციის ასეთი სტილი კონტრპროდუქტიულია."- განაცხადა რობერტ ფიცომ ადგილობრივ მედიასთან.