საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომისია 14 წევრისგან შედგება, სადაც ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დასკვნას პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნის, რომელიც დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.