„ფასების დარეგულირების საკითხი იმდენად რთულია და რთული პროცესია, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საშუალოვადიან და გრძელვადიან პროცესზე, არამედ მოკლევადიან პერიოდზეც, რათა გადაიდგას ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რომ საზოგადოებამ სოციალური სიკეთე იგრძნოს." - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტში შალვა კერესელიძემ განაცხადა. 

"რთული საკითხია, რადგან ეს დაკავშირებულია კორუფციულ ინტერესებთან, გარიგებებთან და ა.შ. ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გაკეთება მარტივი არ არის, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. პოლიტიკური ნება თუ არ იქნა, მაშინ არაფერი გამოვა. ამ ყველაფერს პიარული ხასიათი თუ არ ექნება, კომისია შეძლებს, ისეთი შედეგები მიიღოს ხალხმა, რომ ფასების კლება სწრაფად იგრძნონ“, – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.