„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის სესიების ნახევარზე მეტი აქვთ გაცდენილი. დადგა გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ, განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და მათ მანდატები შეუწყდებათ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ვეღარაფერს გამოასწორებენ, საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ 12-ეულს, ეს მათი გადასაწყვეტია, მოიქცევიან კვლავ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცხოელების კარნახით, თუ აიღებენ ხელში იმ მანდატს, რომელიც ამომრჩეველმა მიანიჭა. არჩევანი მარტივია, აირჩიონ ქართველი ხალხი, თუ ზოგიერთი უცხოელი ელჩი, თუ პოლიტიკოსი, რომელიც მათ დღის წესრიგს კარნახობთ. ლეგიტიმაციის არაღიარებაზე საუბარი ფარსია. ეს იგივეა, ადამიანი შუქნიშანზე იდგეს და არ აღიარებდეს შუქნიშანს, ამბობდეს, რომ ის არ არსებობს. რეალობა არის რეალობა. თავის ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, ამას მედიცინაში სხვა სახელი ჰქვია. მხოლოდ ერთი განზომილება აქვს, რომ გახარიას პარტიიდან 12 დეპუტატი, თავად გიორგი გახარიას ჩათვლით, შატალოზე იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას. არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს და ამის შესაბამისი ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.