ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე მამათის ღელეზე და მდ. რობაზე საავტომობილო ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 119 665 ლარს შეადგენს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.