სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური   სუპერმარკეტების ქსელსა და სადისტრიბუციო კომპანიებში  შევიდა.  როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. 

 სუსის ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელისა და სადისტრიბუციო კომპანიების ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში უწყება არ ინტერესდება, რადგან ეს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს