თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ის სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილია
ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.