“დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება. პრეზიდენტი გამოსცემდა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განკარგულებებს, რომლებსაც ასრულდება სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები და ამაში არანაირი კრიმინალი არ არის.” - განაცხადა “ერთიანობა
ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თემურ ჯანაშიამ

"ეს საქმე გრძელდება წლების მანძილზე, უკვე ათეულს გადასცდა. ის რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არია, ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენი ყოყმანის შემდეგ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა, რადგან აქ ძალიან მარტივი ქეისი. პრეზიდენტი, რომელიც თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს და სახელმწიფო და სპეციალური სამსახური, რომელიც ასრულებდა ამ განკარგულებებს, ამაში კიდე კრიმინალი არაფერია.” - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიას საჩივარი განიხილება.

შეგახსენებთ, მოსამართლემ თემურ ჯანაშია "ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე" უდანაშაულოდ ცნო, მუხლი სამოხელეო დანაშაულად გადააკვალიფიცირა და 300 000 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა