ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის I მიკრორაიონში, ერმილე ბედიას ქუჩის N33-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა.
კომბინირებული სივრცე, დაახლოებით, 2000 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი ატრაქციონებით, განახლდება სპორტული მოედანი, სადაც გულშემატკივართა ტრიბუნაც დამონტაჟდება. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დამონტაჟდება ვიდეო-სათვალთვალო კამერები.
გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით, მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებაზე შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
დასასვენებელი სივრცის, სპორტული მოედნის და საგზაო პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 804 000 ლარია.
სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად გაეცნო.