რუსთავის თეათრს მსახიობი ჯანრი ლოლაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

 თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, 80 წლის ჟანრი ლოლაშვილი - თბილისის მერმა კახა კალაძე თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა.

ჟანრი ლოლაშვილი - დაიბადა 1942 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს  მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი - ა. რეხვიავილი),  “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი - თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი - ზ. თუთბერიძე),  “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი - ა. მაიოროვი),  “ნუცა” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები - ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი - ლ. ღოღობერიძე),  “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი - რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “გზა შინისაკენ” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები - გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი),  “ჭა” (რეჟისორი - ჩარკვიანი),  “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე),  “სამი სახლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე)  და მრავალი სხვა.
მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:
1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,
1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია,
1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).