"სამწუხაროდ, თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ 'ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილია" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
"ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან და გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. და არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიასნ დიდ სარგებელს და დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ყვარელში სწორედ ამაზე ისაუბრებს", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა .