„ისეთი „ლუზერები“ არიან რომ ვერაფერი გამოსდით, ხალხს მაგრად „ჰკიდია“, ამათი პროტესტის ფასი კაპიკია და ახალი გოიმობა მოიფიქრეს - ხელისუფლებას ღიად აგინებენ და ასე ამტკიცებენ საკუთარ ბითურობას“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რითაც ეხმიანება სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.

"გაინტერესებთ, როგორია პოლიტიკური ცვედანიზმის კლასიკური სახე? - გადახედეთ სამოქალაქო აქტივისტებად, ჟურნალისტებად, ექსპერტებად, პროდიუსერებად და პოლიტიკოსებად წოდებულ რადიკალ ბაჯაღლოებს…“- წერს ზურაბ ქადაგიძე.