"გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური ექსპრემიერი გიორგი გახარიას საქართველოში არ დაბრუნებას ურჩევს. 

""ყველანი ციხეში" -  ასეთ ლოზუნგი ხომ გვახსოვს.  მაშინ პოლიტიკურ ლიდერება არ იჭერდნენ, მაგრამ საქართველო პირველ ადგილზე იყო მთელ ევროპაში პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობასთან შეფარდებით, ასე ვთქვათ... ერთ-ერთი რის გამოც ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებას ვებრძოდით  და მაშინ ოპოზიციაში ვიყავით იყო სწორედ ეს დამოკიდებულება რომ ადამიანები ყველაზე უფრო მცირე დანაშაულისთვისაც კი შეიძლებოდა  მაქსიმალური სასჯელით...  300 ათასზე მეტი პრობაციონერი იყო  საქართველოში.

ოჯახი არ იყო დარჩენილი რომელსაც პატიმარი ან პრობაციონერი არ ჰყავდა. ეს იყო და გადაასწრო ამას,  სააკაშვილის დროს ეს ასეთი ცინიკური არ იყო, როგორც ახლა. შეხედეთ ცინიკურს რომ ვამბობ, რას გეუბნებით.

ერთხელ ხომ დაიბარეს, დაბარებული პოლიტიკოსებიდან ზოგმა გადაიხადა გირაო, ზოგმა არ გადაიხადა გირაო, ზოგი მივიდა სხდომაზე, ზოგი არ მივიდა სხდომაზე და ციხეში წავიდნენ ამის გამო, რომ სხდომაზე არ მივიდნენ. როცა მეორედ იბარებ იგივე კომისიაზე და ამბობ რომ პროკურატურას კიდევ მეორედ მივმართავ, ეს უკვე ცინიზმია. თუ ეს დანაშაულია არ არის განსაუბრობდა რომ ორშაბათიდან პროკურატურას მათ ეს არ არის დანაშაული მაგრამ თუ დანაშაულის კვალიფიკაცია ამას მიეცი და ამ დანაშაულის კაცი ციხეში თუ წავიდა მეორედ იგივე დანაშაულისთვის კვალიფიკაცია ამას მიეცი და ამ დანაშაულისთვის კაცი ციხეში წავიდა, მეორედ იგივე დანაშაულისთვის როგორ შეგიძლია დაუმატო სასჯელი, ძალიან საინტერესოა. საერთოდ გადასულით ვართ ისეთ სივრცეში, სადაც არც ლოგიკა, არც სამართალი, არც იურისპრუდენცია, არც რაღაცა ტიპის მორალი.  არაფერი არ მუშაობს უკვე,  ისეთ მდგომარეობამდე მივიდა ხელისუფლება, საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით, გეუბნები პირდაპირ. საბჭოთა კავშირს ოღონდ გაცილებით უფრო რაღაცა ეკონომიკა მაინც ჰქონდა მოგვარებული და რაღაცა ტიპის ადამიანები ხვალინდელი დღის შიშით არ იყურებოდნენ.

 მე გიორგი გახარიაზე ერთი რამე შემიძლია თქვა,  ის რომ ადამიანი წავიდეთ ციხეში თუ არ წავიდეს ახლა ამ შემთხვევაში არის მისი გადასაწყვეტი. თუ ჩამოვა, ჩემი აზრით, მაღალი ალბათობით დააპატიმრებენ. იმიტომ რომ ისეთ თემაზე აღძრეს საქმე, რომ აი საქართველოს ინტერესის შესაბამისი ნაბიჯი რატომ გადადგი და რუსეთი რატო გააღიზიანე, თან მუხლები ისეთ ჩამოთვალეს 15 წლიანი პატიმრობა მინიმუმ ემუქრება და მე რა ვიცი ახლა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე მაგალითად, არ ჩამოვიდოდი მე მის ადგილას საქართველოში და არ გავახარებდი. არა, არ ჩამოვიდა. რატომ უნდა ჩამოვიდე? სასამართლოზე რამე სამართალს იპოვი, რაღაცა ტიპის შედეგი მოჰყვება? გაცილებით მეტი შეიძლება თავისუფლებაში მყოფმა გახარიამ გააკეთოს ვიდრე პატიმრობაში მყოფმა. პატიმრები არ გვაკლია.

 მე არა ჩემი აზრი უთხარი, თვითონ მას არ დაუფიქსირებია პოზიცია ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ ახლა მისი გადასაწყვეტია 10 -დან 15 წლამდე მუხლით მისცეს ამის ფუფუნების უფლებაა ივანიშვილის სასამართლოს თუ არ მისცეს მისი გადასაწყვეტია . დანარჩენი ყველა ვხედავთ რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაღიზიანებული და ყველაზე მეტად ვისაც ერჩის ბიძინა ივანიშვილი არის გიორგი გახარია და რაში გამოიხატება მისი ბრალეულობა?  როგორ გაბედა, პრემიერობიდან გადადგა, შექმნა ოპოზიციური პარტია და დაჯდა მის ხმებზე ანუ ელექტორატი და ამით შეუქმნა მის ხელისუფლებაში ყოფნა საფრთხე ეს არის მისი მთავარი დანაშაული." - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში "დღის ამბები".

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის 14 ივნისს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია: 

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება." 

პროკურატურაში უკვე გამოიკითხა"ქართული ოცნების" მთავრობის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი და ჩორჩანას მცხოვრებლები.