საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია დაინიშნა.

ზვიად გაბისონია სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა ახალ მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა. 

ზვიად გაბისონიას საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის განათლების სფეროში, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სამართლის ტექნოლოგიების
ექსპერტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ციფრული განათლების და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტის თანამდებობებს და სხვა.

მინისტრის მოადგილე 7 წიგნისა და 50 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია – საერთაშორისო კერძო სამართლის, ტექნოლოგიების სამართლის, ინტერნეტ სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის, ციფრული მმართველობის და სამართლის ტექნოლოგიების სფეროებში.