ნიკა გვარამია 14 წლის განმავლობაში იყო ადამიანი, რომელიც მიშას გარემოცვაში იყო და ძალიან ბევრი რომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა მისი დამსახურებაა. ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე. ყველანაირად საერთოდ, აბსოლუტურად ყველანაირად, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე“ ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე საუბრისას.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა წითლიძე გვარამიასთან დაკავშირებით საუბრისას, წითლიძემ უპასუხა, რომ გვარამია იყენებდა მიხეილ სააკაშვილის გავლენებს, ყველა რესურსს და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი და არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ სწორედ ის იყო.

„ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები. რომ იძახის ახლა, რომ "მე „მთავარისთვის“..." - ერთი ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“, ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო. ახლა რომ დაჯდება, ვითომ "სიაში როგორ არ ვიცოდი..." სიაში რა, ჩამოვუთვალო ახლა, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც მაგის ტიპებად ითვლებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში? ძაან დიდი ბოდიში“, - განაცხადა ანა წითლიძემ.