პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელია აცხადებს, რომ ის 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოშია დაბარებული. თუმცა, მისვლას არ აპირებს.
„მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 მაისს სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, არ მინდა, რომ ეს განმეორდეს.
დარწმუნებული ვარ, ზურა ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი, მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია" .