საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს პასექის დღესასწაულს ულოცავს. 

"ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს მსოფლიოში ვულოცავ პასექის დღესასწაულის დადგომას. თავისუფლების სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების, ღვთის სამართლიანობისა და მფარველობის გამომხატველი ეს დღესასწაული სიმბოლურია ყველა იმ ერისათვის, რომელსაც თავი დაუღწევია ტირანიისათვის ან განაგრძობს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს პასექის შემობრძანება ყოველი თქვენგანისათვის." - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.