ვატიკანმა რომის პაპის ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის 29 ივნისით არის დათარიღებული. 

ანდერძის მიხედვით პაპი უნდა დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.  

"აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე", - ნათქვამია ანდერძში.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.

"ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან", - აღნიშნულია ანდერძში.

შეგახსენებთ, 2025 წლის 21 აპრილს  ვატიკანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა