GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

გიორგი გახარია: ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არცერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არცერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი." – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

5:18 • 17 მაისი, 2025

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

10:47 • 5 ოქტომბერი, 2023

სოცმედია

9 მაისი - დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულ

5:59 • 9 მაისი, 2025

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი: ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის - გილოცავთ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას

დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

4:44 • 17 მაისი, 2025

დღეს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ

რულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. 

4:39 • 17 მაისი, 2025

ლევან დავითაშვილი: საქართველო აგრძელებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან განვითარებად ეკონომიკებს შორის თავისი წარმატებული ადგილის შენარჩუნებას

„ჩვენი მთავრობა აქტიურად ახორციელებს ფართომასშტაბიან, ტრანსფორმაციულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც  აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის როლის გაძლიერებას. ეს მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ყველაზე თანამედროვე საზღვაო პორტი გახდება და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, რომელიც საქართველოს ევროპის ენერგოსისტემას დააკავშირებს და გააძლიერებს რეგიონულ ენერგოუსაფრთხოებას“ - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლონდონის საფონდო ბირჟის ინიციატივით გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

20:09 • 16 მაისი, 2025

ლევან ვეფხვაძე: ლონდონში გამართული ფორუმი არის შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს

ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

20:03 • 16 მაისი, 2025