საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება.
ფესტივალის სტუმრები ეროვნული არქივის კინოდარბაზში საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ სხვა დაწესებულებებში დაცულ კინომემკვიდრეობას ნახავენ.
2025 წლის კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: კინომემკვიდრეობის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, ხელმისაწვდომობა და გავრცელება. დისკუსიაში ჩართვა ფესტივალის მონაწილე ქვეყნების კინოინტიტუციების წარმომადგენლებს შეეძლებათ.
თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2025 წლის 1 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saarkivo-filmebis-iv-saertashoriso-festivali-1