ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. რასაც სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში გამოეხმაურა.
"მე დიდი ხანია ვმუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდნენ იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს! თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს", - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.
I’ve long worked to make universities more transparent about which foreign countries are funding their research and programs. We need to follow the money! If there is nothing to hide, then why the opposition? I applaud President Trump for his executive order that will force…
— Senate Foreign Relations Committee Chairman (@SenateForeign) April 24, 2025