საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია.
დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ისევ ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
17 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას აგრესია ისევ არ შეუჩერებია.
საქართველოს ჩრდილოელი “მეზობელი” ისევ ცდილობს ტერიტორიების ოკუპაციას, პერიოდულად აფართოებს საზღვრებს და რამდენიმე მეტრის გადმოწევით საქართველოს ტერიტორიის მითვისებას ახდენს. ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა.
სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდებოდა, რამაც რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს NATO-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.
7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, არ დაესწრო. ქართველმა მინისტრმა რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა.
8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვებგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის შინაარსი შეიცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა.
10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი. რუსულმა ავიაციამ დაბომბა: ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ასევე ფოთის პორტი. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.
სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა.
ცხინვალი თითქმის აღებული იყო და ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“.
მოსკოვის 45-ე სადაზვერვო ჯგუფი „სპეცნაზი“ ასევე გადაინაცვლებს კონფლიქტის რეგიონში. 09:57 საათზე რუსული მხარე იუწყება, რომ 58-ე არმიამ სრულიადა გაწმინდა ცხინვალი ქართული შეიარაღებული ძალებისგან. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 15 დღის განმავლობაში. 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს. 13:41 საათზე მედიის ცნობით რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, როკის გვირაბი, რომელსაც რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად, განადგურებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფ. ნიქოზთან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორის რეგიონში ჩადის. ბატონი ვაიტეკუნასის განცხადებით ნგრევისა და მსხვერპლის რაიოდენობა შოკის მომგვრელია. მან დახმარება აღუთქვა რეგიონს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერაყიდან ჩამოსული ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთის ფრონტზე გაიგზავნებოდნენ. ნაგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსეთი “ადეკვატურ ზომებს” მიიღებდა ამის საპასუხოდ, რაც კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების შემოყვანას ნიშნავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. საქართველოს შსს-მ ასევე გამოაცხადა, რომ ზუგდიდის პოლიციის სადგურები რუსების ხელში იყო.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ცნობით გორი რუსეთის ჯარების ხელში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. რუსეთის ვერსია დაადასტურეს როიტერსის ჟურნალისტებმა კეიმზ კილნერმა და მარგარიტა ანთაძემ, რომელთა თქმით ქალაქი გორი უკაცრიელი იყო და აქ სამხედრო მანქანების ჭაჭანება არ ჩანდა. თუმცა ბრიტანეთის საგარე საქმეთა მდივანმა დაადასტურა მოვლენათა ქართული ვერსია. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით, ავიარეიდის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა სენაკის ბაზასთან მდგარი ორი ქართული შვეულმფრენი გაანადგურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონები “ვოსტოკისა” და “ზაპადის” გადმოყვანის შესახებ. საქართველოს განცხადებით, ვინაიდან გორი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე მდებარეობს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. საქართველოს ჯარები ამჟამად უკან იხევენ დედაქალაქის დასაცავად.
უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით CNN-ისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს სარადარო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურებამ ქვეყნის საკომანდო და საკონტროლო სისტემა სრულ ქაოსში ჩააგდო და არ აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, რა სიტუაცია არის ადგილზე. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს.
12 აგვისტო – დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად. საქართველო ასევე ადანაშაულებს რუსეთს ფოთში დამატებით ჯარების გაგზავნაში, თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. ამასთან, ფრატინიმ აღნიშნა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო. ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონი საუბრის შემდეგ პოზიტიური რეზოლუციის შესაძლებლობაზე.
ვიტალი ჩურკინი, რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ის არ მიიღებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. ინტერფაქსის ცნობით აფხაზეთის თავდაცვის შტაბის განცხადებით აფხაზეთის ძალები რუსი პარატრუპერების დახმარებით სამხედრო ოპერაციას იწყებენ ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან განსადევნად. ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა, რომ რეგიონში 2500 ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ხოლო 1000 მშვიდობიანმა მოსახლემ არემარე დატოვა ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, რომელიც ჯარისკაცებმა ლტოლვილებს გაუხსნეს. ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტის ცნობით, მან 135 რუსული სამხედრო მანქანა (მათ შორის ტანკები) დაითვალა, კოდორის ხეობისკენ გზაზე, რომელსაც წინააღმდეგობას ქართველები უწევდნენ. საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიტანეთში განუცხადა სკაი-ნიუზს, რომ რუსული თვითმფრინავები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მოსკოვის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის განცხადების მიუხედავად. სერგეი ბაღაფშის განცხადებით აფხაზურმა ძალებმა აიღეს სოფლები აშარა და ჩხალთა და საქართველოს საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისი თქმით აფხაზეთი კოდორის ხეობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. ასევე იუწყებიან, რომ აფხაზთა 250-კაციანი ჯგუფი ქართულ ძალებს ეომებოდა აფხაზეთის საზღვართან ხეობაში.
აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა, განაცხადა, რომ აფხაზეთის ძალებმა ქართველებს ალყა შემოარტყეს კოდორის ხეობაში. მისი თქმით 250 აფხაზ ჯარისკაცს სოფელ ჩხალთასთან ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ზურგს მალე გაუმაგრებდა მეორე აფხაზური ჯგუფი. ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზზებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქართველების სამხედრო ობიექტებზე კოდორის ზემო წელში.პარლამეტთან შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. საქართველო ასევე სარჩელს აღძრავდა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, კონფლიქტის გამო. იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნატოს გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად კონფლიქტისა. მომზადებულია სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით