2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძე დღეს სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გაავრცელა, სადაც და დაწერა: "აღნიშნული ვიდეოს დადებას ვაპირებდით ორშაბათისთვის. რადგან “გაჟონა”, ამიტომ დღეს მომიწია ამ პოსტის დაწერა."
" ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”.
გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა.
ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე." - წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე "ფეისბუკზე"
როგორც ადვოკატმა განაცხადა, "მე როდესაც დავურეკე ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გურამ დადიანიძის დედას, მან კატეგორიულად და ცალსახად განაცხადა, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. რომ მისი შვილის ხმას ის ძალიან მარტივად იცნობს."
ტარიელ კაკაბაძე მედიასთან აცხადებს, რომ "დამატებით ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ასევე დასანიშნია ექსპერტიზა აღნიშნულ ხმასთან დაკავშირებით. საინტერესოა იმ სიტყვების შინაარსი, რასაც სავარაუდოდ აჟღერებს გურამ დადიანიძე. ის მიმართავს კონკრეტულ პირს და სთხოვს, რომ არ მიატოვოს. და აქ მარტო სიტყვები არ არის ყურად საღები. საყურადღებოა ის ტონი, რა ტონითაც ის სხვა პირს დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს არის განწირული ადამიანის ხმა, რომელიც გასაჭირში და ითხოვს შველას.
ისმის კითხვა, რა გასაჭირი ჰქონდა ამ ადამიანს? რა გასაჭირში იმყოფებოდა ის? რა საფრთხეს ხედავდა ის და რატომ არ მიაქციეს ყურადღება?
12 წლის განმავლობაში გურამ დადიანიძის დედას უმტკიცებდნენ რომ მისი შვილი დაიკარგა, ის იყო ქვაზე ჩამომჯდარი, იყო ღამე და თითქოს შეუძლებელი იყო იმის დანახვა, თუ სად წავიდა და როგორ გაუჩინარდა გურამ დადიანიძე. თუმცა, ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც გურამ დადიანიძე ითხოვს დახმარებას, არის საფრთხის ქვეშ, სრულებით არ არის ღამე, არის დღე და ამით დასტურდება ის რომ დღის განმავლობაში, და არა მაშინ რომ დაღამებული იყო, ნამდვილად გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა დადიანიძე.
თუ ობიექტური გამოძიება ჩატარდება, კვლავ შესაძლებელია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: სად არის? რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე.
მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მე მქონდა მასთან კომუნიკაცია. მე ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს. წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი იქნება ისე, რომ გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.
ვიდეოს ავტორი მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, მიდასტურებს, რომ ის თავად იღებდა აღნიშნულ ვიდეოს და თავად დადო თავის YouTube-არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა, ვერ იხსენებს ძალიან ბევრ დეტალს.
რა თქმა უნდა, მას დავუსვი არაერთი შეკითხვა. ასევე ის მე დამპირდა, რომ თუ რამე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის, კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველა ვიდეოს და ყველა ფოტომასალას ის მე დღესვე მომაწვდის.
მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, მე ამის შესახებ საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში. ეს ადამიანი მეუბნება, რომ ის გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის მეუბნება, რომ საერთოდ არ იცნობს გურამ დადიანიძეს. უფრო მეტიც - როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ვარ ჩართული სწორედ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მე მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ საერთოდ არაფერი მისთვის ცნობილი არ არის, პირველად სწორედ ჩემგან გაიგო,“ - აცხადებს 12 წლის დაკარგული გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.
შეგახსენებთ, 2014 წელს 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.
როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ.
პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.
გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.
სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.
დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.
გურამ დადიანიძის დედა სამართალდამცავ ორგანოებს მისი შვილის გაუჩინარების საქმის გამოძიების გულგრილობაში ადანაშაულებს. ის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს,