ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ქალაქ ბაღდათის პირველ და სოფელ ფერსათის მეორე საჯარო სკოლებში იმყოფებოდა.
მერმა მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.დღესვე მერი სოფელ ხანის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც პირველკლასელებს შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
"ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს, რომლებმაც ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეს. 2026-2027 სასწავლო წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 138 პირველკლასელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ, პატარებმა სათანადო განათლება შესაბამის გარემოში მიიღონ."-განაცხადა ნოდარ გიორგიძემ.