"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე პარტიების წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა,  პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ამომრჩევლების საკმარისად დიდი რაოდენობის მობილიზება და არჩევნებში ჩართვაა საჭირო.

„არასწორი მგონია პარტიების გაერთიანებაზე ცრუ მოლოდინების შექმნა და დიდი მნიშვნელობის მინიჭება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომლებიც მუდმივად გაერთიანებაზე საუბრობენ, თუმცა პარალელურად ახალ პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ