ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე „სუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, პირველად არ ხდება, როცა სახელმწიფოს მხრიდან გადატრიალების შესახებ მსგავსი ტიპის განცხადებებს ვისმენთ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტები ჩართულნი არიან მმართველი გუნდის ანტიდასავლურ პროპაგანდაში.

„მსგავსი ქმედებით ჩვენი ნამდვილი მტრისგან, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების ნაცვლად, აქცენტი კვლავ დასავლეთის ქვეყნებსა და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებზე კეთდება, რომ თითქოს ისინი გეგმავენ დესტაბილიზაციას ქვეყანაში.

ამიტომ ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, მომავალ წელს არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ.

ცნობისთვის, სუსის განცხადებით: გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს სამოქალაქო არეულობის მოწყობას