პირველად 2021 წელს ვთქვით, რომ თუ გვინდა დავამარცხოთ ოცნება, ჯერ უნდა დავამარცხოთ ნაცმოძრაობა.
მაშინ ზოგმა ვერ გაიგო ეს აზრი. უფრო სწორად, არ იყო პოპულარული აზრი და ამაზე ნაკლებად საუბრობდნენ სხვები, ჩვენ გარდა. - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს ეს ფაქტობრივად ყველასთვის ცხადია.
ცხადია, ნაცმოს ამომრჩეველი ჰაერში არ გაქრება, მაგრამ ისინიც მალე მიხვდებიან, რომ თუ მათ სურთ ივანიშვილის დამარცხება, ინსტრუმენტი უნდა შეცვალონ.
ძალიან მარტივი გასაგებია, რატომ.
თუ ნაცმოძრაობის ნამდვილი მთავარი მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა და არა მათთან თანაცხოვრება, მათ ობიექტური რეალობა უნდა მიიღონ და მოითმინონ.