გუბერნატორ ტიმ უოლცის განცხადებით, ტრაგედია "მიზანმიმართული სროლის" შედეგია. მისივე თქმით, მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე დაიღუპნენ, ხოლო ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესში არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მინესოტას გუბერნატორის ტიმ უოლცის განცხადებით, მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე მარკი დღეს დილით მოკლეს, რაც, მისივე თქმით, როგორც ჩანს, "პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობაა".

"მინესოტაში ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა" - აღნიშნა გუბერნატორმა და დასძინა, რომ შტატმა დაკარგა დიდი ლიდერი, თავად კი დიდი მეგობარი.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ და აფრთხილებს, რომ კარი არ გაუღონ პოლიციას თუ მათ სახლთან ორი ოფიცერი ერთად არ დგას.

თარგმანი: რუსთავი 2