თბილისის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავა  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ, დასასვენებ;ად წასვლას ურჩევს. 

ქალბატონო სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili სადმე მშვიდ კურორტზე რომ დაისვენოთ და მიუშვათ ხალხი, არ გინდათ? - წერს ზვიად კუპრავა "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა. რუსთაველის გამზირზე ახალი არჩევნების ჩატარების მომხრეები უკვე 7 თვეზე მეტია იკრიბებიან და ოპოზიციონერი ლიდერებისგან სამოქმედო გეგმას ითხოვენ,

ექსპრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის მონაეილეებ და განაცხადა -  გილოცავთ, შვიდი თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს, ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა, გეგმა არის ერთობა.  გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა