ტენესის შტატში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯის პროცედურა სკანდალურად ჩაიშალა. 30 სექტემბერს მსჯავრდებულს სასიკვდილო ინიექცია ორჯერ გაუკეთეს, თუმცა პრეპარატმა არ იმოქმედა.

ადვოკატების განცხადებით, პროცესი მძიმე გართულებებით მიდიოდა, ქალს ვენები გაუსკდა. გამოყენებული პენტობარბიტალი, სავარაუდოდ, უხარისხო ან ვადაგასული აღმოჩნდა. 

მოწმეთა და ჟურნალისტთა ცნობით, ორმაგი დოზის შეყვანის შემდეგაც პატიმარი აგონიაში იმყოფებოდა, თუმცა სუნთქვას მაინც აგრძელებდა.
უფლებადამცველების სასწრაფო ჩარევის შემდეგ პროცესი შეჩერდა, კრისტა პაიკი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ის ტენესის შტატში ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი უნდა ყოფილიყო, ვისაც სიკვდილით დასჯიდნენ. შტატის სასჯელაღსრულების უწყებას მომხდარზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.