ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე ფოთელმა სპორტსმენებმა გივი ნადარეიშვილმა და ლაშა მიქაბერიძემ წარმატებით იასპარეზეს.
გივი ნადარეიშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ხოლო ლაშა მიქაბერიძემ 90 კგ წონით კატეგორიაში ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.