პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის მუნიციპალიტეტებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

მუნიციპალიტეტების ცენტრალურ პარკებსა და სკვერებში სპეციალურად  ბავშვთა დაცვის დღისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები. პატარების მხიარულ განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. 

საზეიმო ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტებით დასრულდა.