პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადებიან. 

მიიღებს თუ არა სხვა დანარჩენი ოპოზიციურიური პარტია  2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ჯერჯერობით უცნობია. 

"ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ "ლელო" პრაგმატულად და ემოციების გარეშე მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. გულწრფელად რომ გითხრათ, მე პერსონალურად მგონია, რომ ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.  

ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს