სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სსიპ  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უქმდება.  ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  "საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გადავა."