„მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს პატივი დაგვდო, რომ სიამაყით ვატაროთ ეროვნული ნაკრების ეს სიმბოლო: ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთის ფედერაციას, რომლის მეთოდურმა, კარგად ორგანიზებულმა ქმედებებმა, მათ მიერ შექმნილმა თავისუფალმა და კომფორტულმა გარემომ, განაპირობა ის, რომ აღსრულდა 30 წლიანი ოცნება - ეროვნული ნაკრების დონეზე პირველად, ქართული ფეხბურთი კვლავ ევროპაშია!“, - ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თმით, მიუხედავად დიდი გამარჯვებისა, ზოგიერთმა ადამიანმა მოახერხა და სიხარულის გარდა, მაინც  თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი „ჩაუფინა“. 

„ზოგმა ფეხბურთელებს ოქროს მედალი ჩამოართვა და მხოლოდ ვერცხლი არგუნა. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის კონკრეტულად ამ შემთხვევაში, უკრაინა ოქროს მედლის ღირსი უფრო ვიდრე საქართველო. ალბათ ამ მოსაზრების ინსპირაციის საფუძველი გახდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენები და უკრაინელი დეპუტატების ქმედება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 „დიდ წარმატებას ვულოცავ, მთელს საქართველოს, ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მე-12-ე ფეხბურთელად პოზიციონირებდა იმ დღეს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის გუბაზ სანიკიძის თქმით: თუ ვინმე იმსახურებს გამარჯვებას, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან და მერე ჩვენ