ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი საქართველოდან" ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენკის # 64 ოლქში გააკეთა.  

მისი განცხადებით,ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა , რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისი თქმით, უბნებზე გარდაცვლილი ადამიანებიც არიან  სიაში.

"ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა,რომელიც იქნება თითოეულ ადამიანზე ორიენტირებული და გააკეთებს საქმეს.

ერთ-ერთ უბანზე მაქვს 10-15 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც სიაშია. მიუხედავად იმისა გარდაცვალების ცნობა ვნახე და ეს ერთი ფაქტი არაა.  უნდა გადამოწმდეს ამ მიცვალებულებმა მიიღეს თუ არა მონაწილეობა.

მე გამარჯვების მოლოდინი მაქვს, მაგრამ მეორე ტური უფრო მოსალოდნელია,"-განაცხადა ბესიკ წულეისკირმა