ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში

„შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებითა და მისი სასამართლო პროცესის დახურული ფორმით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას“, – აღნიშნულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებისა სახედ შეფარდებული გირაოს არ გადახდის გამო, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.