დაბა სურამში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე ხორციელდება ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე არხები და შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ერთი წლის ვადაში დასრულდება.“-აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერის პირველი მოადგილის გიორგი პაპიაშვილისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ვეფხია ბლიაძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, დაბა სურამში, წერეთლის ქუჩისა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციაც.
დაბა სურამში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 368 200 ლარს შეადგენს.