ახლახან დავასრულე ჩემი ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასრულების შესახებ. - ამის შესახებ აშშ-ის ოპრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

 "ამის პირობები ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმდება, როგორც ეს მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოხდეს, რომ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რომელთა შესახებაც სხვა არავინ იცის. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. თუ ასე არ იქნებოდა, ამას ახლა ვიტყოდი, ვიდრე მოგვიანებით.

რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან, როდესაც ეს კატასტროფული „სისხლისღვრა“ დასრულდება და მეც ვეთანხმები. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს შექმნას უზარმაზარი სამუშაო ადგილები და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინას შეუძლია დიდი ბენეფიციარი იყოს ვაჭრობაში, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს." - წერს დონალდ ტრამპი.