აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რო ოპერაცია სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხო ესკორტირებას ისახავს მიზნად, დროებით შეჩერდება.
პაკისტანისა და სხვა ქვეყნების მოთხოვნის, ირანის წინააღმდეგ კამპანიის დროს მიღწეული უზარმაზარი სამხედრო წარმატებისა და, გარდა ამისა, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ირანის წარმომადგენლებთან სრული და საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, ჩვენ ორმხრივად შევთანხმდით, რომ ბლოკადის სრული ძალით დარჩენის მიუხედავად, „თავისუფლების პროექტი“ (გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში) მოკლე დროით შეჩერდება, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების დასრულება და ხელმოწერა." - წერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.




