დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საარჩევნო კამპანიაში წარმატებები უსურვა.

 აშშ-ის პრეზიდენტი ორბანს უნგრეთში მოწვევისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი გუნდი „კონტაქტზე იქნება“ - „სიყვარულით ვაშინგტონიდან!“

„თქვენი ლიდერობა მაგალითი უნდა იყოს მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის. თქვენ ყოველთვის მტკიცედ დგახართ, რათა დაიცვათ პრინციპები, რომლებიც უნგრეთს ასეთ საოცარ ადგილად აქცევს – რწმენა, ოჯახი და სუვერენულობა. ამერიკა ამ სიმამაცით აღფრთოვანებულია. ამასთან, მე მსურს, წარმატება გისურვოთ უნგრეთში თქვენს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის წერილში.