7 და 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ტრადიციულ „ყვავილების გამოფენაზე“ გიწვევთ!
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების მრავალფეროვანი კოლექცია, ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია და თბილისისა თუ რეგიონების სანერგე მეურნეობების მცენარეები
ორი დღის განმავლობაში სტუმრებს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ელოდებათ:
თიხით ძერწვის მასტერკლასი
ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები
ეპოქსიდით თემატური ხელნაკეთი ნივთების შექმნის მასტერკლასი
საშემოდგომო გვირგვინების დამზადების მასტერკლასი
![]()
შემოდგომის განწყობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის ცხელი გლინტვეინი, ნაკვერჩხალზე მოხალული წაბლი და ბოტანიკური ბაღის ფერადი გარემო
📅 7–8 ნოემბერი
🕐 12:00–18:00
📍 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
🎟️ ბაღში შესვლის საფასური:
▪️ ზრდასრულები – 4 ₾
▪️ სკოლის მოსწავლეები – 0.50 ₾
▪️ სტუდენტები – 1 ₾
▪️ პენსიონერები – 1 ₾
▪️ სკოლამდელი ასაკის ბავშვები – უფასო
▪️ სოციალურად დაუცველი პირები – უფასო
🌼 გაატარეთ ნოემბრის ფერადი დღეები ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, აღმოაჩინეთ მცენარეთა მრავალფეროვნება და ისიამოვნეთ შემოდგომის განსაკუთრებული გარემოთი! - ნათქვამია ბოტანიკური ბაღის გავრცელებულ ინფორმაციაში.