აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მოსალოდნელი იყო, რომ ტრამპი თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავდა სატელეფონო საუბარს.

მედიაში წერენ, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ განახორციელებს სატელეფონო ზარს ვოლოდიმირ ზელენსკისთან.